გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:37 / 22 მარტი 2017

ენმ-ის წევრი ანა წითლიძე დევნილებს შეხვდა

დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს და ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ანა წითლიძე ზუგდიდის მე-6 ბაღში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა, რომლებმაც სთხოვეს დახმარება. შენობის სარდაფი დატბორილია წყლით და ანტისანიტარიაა. მიუხედავად ბაღის ადმინისტრაციისა და დევნილების არაერთგზის მიმართვისა აღნიშნული პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია.

დეპუტატს დევნილებმა შუამდგომლობა სთხოვეს დევნილთა სამმართველოსთან. მიუხედავად უმძიმესი საყოფაცხოვრებო პირობებისა 12 კომპაქტურად ჩასახლებული დევნილიდან ბინით მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა.