გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:00 / 2 აგვისტო 2016

ენმ-ის წევრებმა შემწეობის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოხუცი მოინახულეს

სოციალური დახმარებების მასიური შეწყვეტა გრძელდება. რა მხრივაც სავალალო მდგომარეობაა სამტრედიის მუნიციპალიტეტში. სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვს ყოველდღიურად ემატება ულუკმაპუროდ დარჩენილი ოჯახები. ერთ-ერთი ასეთი ოჯახი მოინახულეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრმა დეპუტატებმა. ოდილავაძის ქუჩაზე მცხოვრები 80 წლამდე მარტოხელა ნელი თავაძე მეზობლების იმედადაა დარჩენილი.