გაზიარება
UNM UNM
მედია - 23:59 / 8 აგვისტო 2016

ენმ-ის წევრებმა გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახმეტის მაჟორიტარობის კანდიდატმა შაქრო ტერტერაშვილმა პარტიის ლიდერებთან და რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წელი გავიდა.

რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე; 14 პოლიციელი; დაიჭრა 1 747; სახლი დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა; დღემდე დევნილობაში რჩება 30 ათასამდე ადამიანი; დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო, ხოლო 5 უგზო-უკვლოდ დაკარგულია.