გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:36 / 4 სექტემბერი 2016

ენმ - ამ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მერაბ ჯანელიძე წარადგინა

22 აგვისტო 2016 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა სამტრედიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მერაბ ჯანელიძე წარადგინეს. შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა და ენმ-ის პროგრამა გააცნეს.

ამასთან, სანდრა რულოვსმა სამტრედიაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მეშვეობით სამუშაო ადგილების შექმნა იქნება შესაძლებელი.

ენმ-ის სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მაცხოვრებლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.