გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:45 / 1 თებერვალი 2013

დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილმა დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა

 

 

დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილმა დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა

ზურაბ ჭიაბერაშვილმა დასაქმების იმ პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც 2012 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. პროგრამა დაიწყო 25 ქალაქში და გადაწყვეტილი იყო მოეცვა მთელი საქართველო. პროგრამის მონაწილეები კარდაკარის პრინციპით ყველა ოჯახში ატარებდნენ აღწერას. დღეს კი მათ მონაწილეებს პროკურატურა დაკითხვებზე იბარებს.

”ჩემთვის მიუღებელია, რომ ადამიანები, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროგრამაში და ათასობით ოჯახში იყვნენ ნამყოფები, ისინი დაკითხვაზე ატარო. დღეს ასეულობით ადამიანს იბარებს პროკურატურა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ატარებს დაკითხვას და ეძებს მასალას საიმისოდ, რათა კიდევ ერთი საქმე შეიკეროს იმისთვის, რომ ყველა იმ საქმის გაკრიტიკება და ანულირება და მოსახლეობისთვის იმის ახსნა მოხდეს, რომ თითქოს არაფერი კეთდებოდა. ჩვენ მოვუწოდებთ ახალ მთავრობას, იმის ნაცვლად, რომ ამ საკითხზე გამოძიება აწარმოოს, მოკიდოს ხელი მონაცემთა ბაზას და მოქალაქეთა დასაქმების საკითხს მიხედოს", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.