გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:08 / 21 ივნისი 2016

დევნილები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის რეგიონალური ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი გორის რაიონში, ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ კასრაძეების ექვსსულიან ოჯახში იმყოფებოდა, რომელთაც ხელისუფლებამ სოციალური დახმარება უსაფუძვლოდ მოუხსნა. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის დევნილთა შემწეობა. დევნილებს უამრავი სხვა პრობლემაც აწუხებთ, ადგილობრივი ხელისუფლება კი მათი პრობლემებით არ ინტერესდება.