გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:20 / 31 იანვარი 2013

დეპუტატი თინა ბოკუჩავა პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს

დეპუტატი თინა ბოკუჩავა პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს

დღევანდელ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა ჟურნალისტებს რამდენიმე კონკრეტული მაგალითი შეახსენა, რომელშიც შესაძლო დანაშაულის მონაწილეები ”ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირები იყვნენ. თინა ბოკუჩავამ ბიძინა ივანიშვილის ძმის შვილის, ლუკა კურტანიძის, ეკა ბერიძის შვილისა და ლევან გაჩეჩილაძის შვილის საქმეები გაიხსენა.

ბოკუჩავა აცხადებს, რომ არც ერთ შემთხვევაში საქმე აღძრული არ არის.
თინათინ ბოკუჩავას თქმით, სისხლის სამართლებრივი დევნა ადამიანებზე ხორციელდება პოლიტიკური ნიშნით, ეს არის წმინდა წყლის შერჩევითი სამართალი. მაშინ, როდესაც ქალბატონი თეა წულუკიანი გამუდმებით გვესაუბრება სამართლიანობის აღდგენაზე, ჩვენ დღითიდღე ვრწმუნდებით იმაში, რომ სამართლიანობის აღდგენაში თეა წულუკიანი რეალურად გულისხმობს შერჩევითი სამართლის დამკვიდრებას.