გაზიარება
UNM UNM
მედია - 23:05 / 15 სექტემბერი 2016

დავით მჟავანაძის შეხვედრა ჩოხატაურის ქუჩის მოსახლეობასთან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით მჟავანაძე ჩოხატაურის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად გურიაში არსებული პრობლემები განიხილა.

ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ თითქმის მთელ ქალაქში დაიგო ასფალტი, მათ კი ამოტეხილ ქვიან გზაზე უწევთ სიარული, რაც წვიმიან ამინდში გადაადგილებას გაუსაძლისს ხდის.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას პრობლემების მოგვარების კონკრეტული გეგმა გააცნო და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მათ მოგვარებას დაპირდა.