გაზიარება
UNM UNM
მედია - 22:36 / 26 სექტემბერი 2016

დავით მჟავანაძემ სოფელ მერიის მოსახლეობა მოინახულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით მჟავანაძე სოფელ მერიის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. 

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებთან ერთად ის მწვავე საკითხები განიხილა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს სოფელს, ასევე მათთან ნაციონალური მოძრაობის სამოქმედო გეგმასა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც ის გამარჯვების შემდეგ გურიაში გეგმავს.

მოსახლეობამ დავით მჟავანაძეს წარმატებული წინასაარჩევნო პროცესი და არჩევნებში გამარჯვება უსურვა.