გაზიარება
UNM UNM
მედია - 23:27 / 27 სექტემბერი 2016

დავით მჟავანაძე სოფელ ნაღობილევის მაცხოვრებლებს შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით მჟავანაძემ სოფელ ნაღობილევის მაცხოვრებლები მოინახულა და მათ პრობლემებს გაეცნო.

შეხვედრისას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს ენმ-ის საარჩევნო პროგრამა და ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლის განხორციელებასაც ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების შემდეგ გეგმავს.

მოსახლეობამ დავით მჟავანაძეს წარმატებული წინასაარჩევნო პროცესი და არჩევნებში გამარჯვება უსურვა.