გაზიარება
UNM UNM
მედია - 18:27 / 11 სექტემბერი 2016

დავით მჟავანაძე სოფელ დვაბზუს მოსახლეობას შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით მჟავანაძე სოფელ დვაბზუს მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.

დვაბზუს მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და მოუგვარებელ პრობლემად დაზიანებულ გზას ასახელებს. მათი თქმით, გზის დაგებისას სანიაღვრე არხები არ გაითვალისწინეს, ამიტომ უხვი ნალექისას საცხოვრებელი ეზოები იტბორება.

ადგილობრივებს ასევე დაზიანებული გარე განათების პრობლემა აწუხებთ და აღნიშნავენ, რომ ზამთრის შემდეგ არავის შეუკეთებია.

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით მჟავანაძე გამარჯვების შემდეგ ადგილობრივებს პრობლემების მოგვარებას დაპირდა.