გაზიარება
UNM UNM
მედია - 21:47 / 27 სექტემბერი 2016

დავით მჟავანაძე სოფელ ცხემლისხიდის მოსახლეობას შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით მჟავანაძემ სოფელ ცხემლისხიდის მოსახლეობა მოინახულა და მათ მნიშვნელოვან პრობლემებს გაეცნო.

სოფელში განსაკუთრებით მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, გზა და სოციალური დახმარების შეჩერება აწუხებთ.

შეხვედრისას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს ენმ-ის საარჩევნო პროგრამის ის ნაწილი გააცნო, რომელიც ნოემბრიდან პენსიონერებისათვის პენსიის 50 ლარით მატებასა და სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სტატუსის აღდგენას ითვალისწინებს.

ამასთან, კანდიდატმა მაცხოვრებლებთან იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების შემდეგ გეგმავს.

მოსახლეობამ დავით მჟავანაძეს წარმატებული წინასაარჩევნო პროცესი და არჩევნებში გამარჯვება უსურვა.