გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:57 / 21 სექტემბერი 2016

დავით მჟავანაძე სოფელ ბახვის მოსახლეობას შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით მჟავანაძე სოფელ ბახვის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

სოფელს განსაკუთრებით ბოლო წლებში დამძიმებული ეკონომიკური მდგომარეობა, შეჩერებული სოციალური დახმარებები და გაზრდილი უმუშევრობა აწუხებს.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივებს ნაციონალური მოძრაობის სამოქმედო გეგმასთან ერთად გურიის ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა, მისი თქმით, ტურისტული პროექტების განხორციელება დადებითად აისახება მაცხოვრებლების ეკონომიკურ მდომარეობაზე.

კანდიდატმა ასევე სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება/ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.