გაზიარება
UNM UNM
მედია - 14:32 / 17 სექტემბერი 2016

დავით მჟავანაძე სოფელ ბაღდადის მოსახლეობას შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით მჟავანაძემ სოფელ ბაღდადის მოსახლეობა მოინახულა და მათ პრობლემებს პირადად გაეცნო. 

ადგილობრივები განსაკუთრებით ბოლო წლებში დამძიმებულ ეკონომიკურ მდგომარეობას; უმუშევრობას განიცდიან და ხელისუფლებას ტყუილ დაპირებებსა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ. 

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი [დავით მჟავანაძე] მოსახლეობას გამარჯვების შემდეგ პრობლემების მოგვარებას დაპირდა და ამასთან, ადგილობრივებს უმოკლეს ვადაში განსახორციელებელი ის პროექტები გააცნო, რომელიც, მისი თქმით, როგორც გურიის, ისე საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად აისახება.