გაზიარება
UNM UNM
მედია - 22:54 / 9 სექტემბერი 2016

დავით მჟავანაძე სოფელ ასკანის მოსახლეობას ესტუმრა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით მჟავანაძე სოფელ ასკანის მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად სოფლის პრობლემები განიხილა. მაცხოვრებლების თქმით, განსაკუთრებული პრობლემა გზაა, ასევე სოფელში დიდ პრობლემას სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი უამრავი ოჯახი წარმოადგენს. 

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქმედო გეგმა გააცნო და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.