გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:55 / 22 სექტემბერი 2016

დავით მჟავანაძე ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით მჟავანაძე კარდაკარის ფარგლებში ოზურგეთის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათთან ერთად არსებული პრობლემები განიხილა.

მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და მათთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე - ეკონომიკურ სიდუხჭირესა და გაზრდილ უმუშევრობაზე საუბრობს. 

დავით მჟავანაძემ ადგილობრივებს პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.