გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:40 / 21 სექტემბერი 2016

დავით მჟავანაძე ოზურგეთის ადგილობრივ მთავრობას ფეხბურთის მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით მჟავანაძე ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე რეგიონალლიგის დასავლეთ ზონის მორიგი ტურის - ადგილობრივი „მერცხალი" და დარჩელის „ჩელა"ს თამაშს დაესწრო.

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივ მთავრობას ფეხბურთის მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. დავით მჟავანაძის თქმით, სამწუხარო რეალობაა, რომ "მერცხალი" პოზიციებს თმობს და საქართველოს პირველობის ბოლო რეგიონალლიგაში ასპარეზობს.

„ქართულ ფეხბურთში არსებული ქაოსისა და ნეპოტიზმის დამსახურებაა ის შედეგი, რაც სახეზე გვაქვს. სამარცხვინოა, რომ ფეხბურთელები, მწვრთნელები და მომსახურე პერსონალი მიზერული ანაზღაურების ხარჯზე კბილებით ინარჩუნებს ოზურგეთში ფეხბურთს. ასეთ ზერელე და უნიათო დამოკიდებულებას 8 ოქტომბერს წარსულს ჩავაბარებთ და შემოდგომიდან ფეხბურთის აღორძინების ხანას დავიწყებთ, ამ მხრივ ოზურგეთს დიდი პოტენციალი აქვს“,- განაცხადა მჟავანაძემ.