გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:32 / 10 სექტემბერი 2016

დავით მჟავანაძე მშვიდობაურის მოსახლეობას შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით მჟავანაძე სოფელ მშვიდობაურის მოსახლეობას ესტუმრა და მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებს გაეცნო. ადგილობრივები ქვეყნის გაუარესებულ ეკონომიკურ პირობებში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ თავს მოტყუებულად გრძნობენ.

ამასთან, მაცხოვრებლები უყურადღებობაზე საუბრობენ, რომელსაც მათი თქმით, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება იჩენს.

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით მჟავანაძემ ადგილობრივებთან ასევე გურიაში არსებუბლი რესურსების ეფექტურად გამოყენების შემდეგ მათი დასაქმების პრობლემისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

მაცხოვრებლებმა დავით მჟავანაძეს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დახმარება და მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება სთხოვეს.