გაზიარება
UNM UNM
მედია - 10:59 / 8 სექტემბერი 2016

დავით მჟავანაძე მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს

ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით მჟავანაძე სოფელ ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს პირადად გაეცნო. გამარჯვების შემთხვევაში კი დახმარებას დაჰპირდა.

ადგილობრივების ძირითადი პრობლემა ეკონომიკურ სიდუხჭირეა, რომლის ფონზეც მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო - თხილის ფასიც დაეცა.

იმედგაცრუებული ადგილობრივები მომავალ არჩევნებს სკეპტიკურად უყურებენ და შველას ისევ ნაციონალური მოძრაობისგან ელიან.