გაზიარება
UNM UNM
მედია - 23:35 / 5 ოქტომბერი 2016

დავით მჟავანაძე მაკვანეთისა და ბოხვაურის მოსახლეობას შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით მჟავანაძე სოფელ მაკვანეთისა და ბოხვაურის ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და მათ პარტიის სამოქმედო გეგმაზე ესაუბრა.

მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ არც მაჟორიტარი დეპუტატი და არც მათი [ქართული ოცნება] გაკეთებული საქმე უნახავთ თვალით.

ამასთან, შეხვედრისას დავით მჟავანაძემ გურიისთვის მნიშვნელოვან პროექტზე - სოფელ მერიაში აეროპორტის არსებობაზე ისაუბრა, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და მოსახლეობის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.