გაზიარება
UNM UNM
მედია - 18:39 / 28 სექტემბერი 2016

დავით მჟავანაძე კონჭკათის მოსახლეობას შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით მჟავანაძემ კარდაკარის ფარგლებში სოფელ კონჭკათის მაცხოვრებლები მოინახულა და მათ პრობლემებს გაეცნო.

მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების მიერ მათთვის მიცემული ყველა დაპირება ტყუილი აღმოჩნდა.

ამასთან, შეხვედრისას კანდიდატმა ადგილობრივებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომლის საშუალებითაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია მოსახლეობის კრიზისიდან გამოყვანას შეძელბს.

დავით მჟავანაძემ ამომრჩეველს წარმატებული წინასაარჩევნო პროცესი და მათთან ერთად არჩევნებში გამარჯვება უსურვა.