გაზიარება
UNM UNM
მედია - 23:05 / 8 სექტემბერი 2016

დავით მჟავანაძე კარდაკარის ფარგლებში სოფელ ანასეულს ესტუმრა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით მჟავანაძემ კარდაკარ პროგრამის ფარგლებში სოფელ ანასეულის, აჭარის დასახლების მაცხოვრებლები მოინახულა.

მოსახლეობის თქმით, სოფლის მთავარი პრობლემა დაზიანებული გზა და ტრანსპორტის არასრულფასოვან მომსახურება, რის გამოც თითქმის ერთი კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ, ასევე უმუშევრობა და ემიგრანტთა ზრდა აწუხებთ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებთან ერთად აეროპორტის მშენებლობის პროექტზე ისაუბა, რომელიც ასობით ადამიანის დასაქმებას გულისხმობს.

მოსახლეობამ დავით მჟავანაძეს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრობლემების მოგვარება სთხოვა.