გაზიარება
UNM UNM
მედია - 10:11 / 24 სექტემბერი 2016

დავით მჟავანაძე გურიის პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე დაიბარეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით მჟავანაძე გურიის მოამბის ეთერში გამართული დებატების შემდეგ გურიის პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე დაიბარეს.

დავით მჟავანაძის თქმით, პოლიციაში დაბარებებით, შანტაჟითა და დაშინებით ხელისუფლება მათ დამარცხებას ცდილობს, თუმცა არ გამოუვათ.

"პოლიციას შეკითხვები ნაციონალური მოძრაობის ლიდერის დავით ბაქრაძის ოზურგეთში სტუმრობისას "ქართული ოცნების" პროვოკატორების მიერ მომხდარ ქმედებასთან დაკავშირებით ჰქონდა. ასევე, გურიის მოამბის ეთერში ჩემს მიერ ნათქვამ ინფორმაციაზე - 11 სექტემბერს, ოზურგეთში ე.წ. უსახლკაროთა თავშესაფარში მომხდარ ორმხრივ გასროლაზე.

ეს არის საკითხები, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა",- აღნიშნა მჟავანაძემ.