გაზიარება
UNM UNM
მედია - 22:52 / 12 სექტემბერი 2016

დავით მჟავანაძე აგრძელებს კარდაკარ შეხვედრებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით მჟავანაძე დღეს შეხვდა დაბა ნარუჯის ამომრჩეველს და თითოეულ მათგანს პირადად გაესაუბრა, გაეცნო მათ პრობლემებს და გამარჯვების შემთხვევაში დაპირდა აღნიშნული პრობლემების გადაჭრას.

სოფლის მოსახლეობა განსაკუთრებით განიცდის ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებით დამძიმდა.

ისინი იმედგაცრუებულები არიან, რადგან ხელისუფლების არცერთი დაპირება არ შესრულებულა.

დავით მჟავანაძემ კონკრეტულ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც ყველა ოჯახს შეეხება და მათ კეთილდღეობას უზრუნველყოფს.