გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:41 / 16 სექტემბერი 2016

დავით ბაქრაძემ ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად ოსიაურისა და დოესის მოსახლეობა მოინახულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ენმ-ის ხაშურისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან როინ მახარობლიძესთან და ნუგზარ ნონიაშვილთან ერთად ოსიაურისა და დოესის მაცხოვრებლები მოინახულა.

ადგილობრივებს განსაკუთრებით უმუშევრობა, სოციალური დახმარების შეჩერება და გაზიფიცირების პრობლემა აწუხებთ, ასევე მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემა სასმელი წყალია, რომელიც მათი თქმით, ტალახიანი მოდის და სასმელად უვარგისია.

მოსახლეობამ დავით ბაქრაძესა და ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს [როინ მახარობლიძე; ნუგზარ ნონიაშვილი] არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება სთხოვა.