გაზიარება
UNM UNM
მედია - 19:42 / 17 სექტემბერი 2016

დავით ბაქრაძე თელავში ახალგაზრდებს შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან გიორგი ბოტკოველთან და შაქრო ტერტერაშვილთან ერთად თელავში ახალგაზრდებს შეხვდა.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ახალგაზრდებს ინიციატივების ის პაკეტი გააცნო, რომელსაც ენმ მათ, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ განათლების მიღების საშუალებასა და შემდგომ დასაქმებას სთავაზობს.

ინიციატივების პაკეტი - ბაკალავრიატის დონეზე სემესტრით ან ერთი წლით გაცვლითი პროგრამების დაფინანსება; ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებიდან საქართველოში კვალიფიციური ლექტორების სემესტრით ან ერთი წლით ჩამოყვანა; სტუდენტების დასაქმება; შემდგომი პერსპექტივები და ა.შ.

ამასთან, დავით ბაქრაძემ ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად [ გიორგი ბოტკოველი; შაქრო ტერტერაშვილი ] შეკრებილი ახალგაზრდების მნიშვნელოვანი პრობლემები მოისმინა და გამარჯვების შემდეგ მათ დეტალურ განხილვასა და მოგვარებას დაჰპირდა.