გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:01 / 29 მარტი 2016

წყლის ნაცვლად თხრილები

სიღნაღის რაიონში მოსახლეობის ძირითადი პრობლემა წყალია. ქართულმა ოცნებამ არჩევნებში მოსვლისთანავე რაიონის პრიორიტეტად სწორედ ეს პრობლემა განსაზღვრა და ამომრჩეველს  დაპირდა, რომ 2016 წლისათვის წნორში ყველა მოსახლეს 24 საათიანი  წყალმომარაგება ექნებოდა. თუმცა როგორც ბევრი სხვა დაპირება დაპირებად დარჩა... წყალი არა, მაგრამ ისედაც გაუბედურებული გზები გადათხარეს და დატოვეს.

მეოთხე დღეა ქ. წნორის ერთ-ერთ უბანში გაითხარა გზა. პირველივე დღეს საკმაოდ ღრმა ორმოში ბავშვი ჩავარდა. დღემდე არავის ანაღვლებს მოსახლეობის მდგომარეობა. საკმაოდ დიდ დასახლებაში ფეხით გადაადგილებაც შეუძლებელი და საშიშია. ღმერთმა არ ქნას სასწრაფო დახმარება ან სახანძრო გახდეს საჭირო ფაქტიურად განწირულია ხალხი. 

წყლის მოსვლის იმედი მოსახლეობას ისედაც არა აქვს, ყველასთვის ცნობილია, რომ ამ პროექტისათვის განკუთვნილი თანხა "შეიჭამა".