გაზიარება
UNM UNM
მედია - 23:41 / 7 სექტემბერი 2016

ბეჟაშვილი სოფელ ზემო მაჩხაანში, რობიტაანთ უბნის მოსახლეობას ესტუმრა

 

დედოფლისწყარო - სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი სოფელ ზემო მაჩხაანში, რობიტაანთ უბნის მოსახლეობას ესტუმრა, რითაც კანდიდატმა კარდაკარის პროგრამა სოფელ ზემო მაჩხაანში დაასრულა.

ლევან ბეჟაშვილმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოყოლა სთხოვა. მოსახლეობის თქმით, მათი მთავარი პრობლემა სასმელი წყალი, მოუწესრიგებელი საავტომობილო გზა და სოფელში სკოლის არქონაა. 

მაცხოვრებლებმა დედოფლისწყარო - სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრობლემების მოგვარება სთხოვეს.