გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:05 / 4 მაისი 2016

ბათუმში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა რიცხვი ათასი საშტატო ერთეულით გაიზარდა

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბათუმში სახელწიფო უწყებებში დასაქმებულთა რიცხვი ათასობით გაიზარდა.

ამის შესახებ გადაცემა არჩევანში ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომელიც ამტკიცებს, რომ "ქართულ ოცნება" პარტიის წევრებსა და მათ ნათესავებს ასაქმებს.

„ბოლო პერიოდში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა რიცხვი გაზრდილი არის ათასი საშტატო ერთეულით, რაც ძალიან დიდი რიცხვია ბათუმისთვის, რადგან ეს არის დასაქმებულ ადამიანთა 30%-ით გაზრდა. ბათუმის ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად ამბობენ, რომ ასაქმებენ თავიანთი პარტიის აქტივისტებს, ეს არის ჩვეულებრივი ფორმა ამ ადამიანების მოქმედებისა,“ - განაცხადა  გიორგი კირთაძემ.