გაზიარება
UNM UNM
მედია - 10:56 / 28 აპრილი 2016

ბათუმი შესაძლოა ტურისტულ სეზონს ძველი ბულვარის გარეშე შეხვდეს

ბათუმის ძველ ბულვარში სამუშაოები უკვე 6 თვეა მიმდინარეობს, თუმცა ჯერ ფილაქნის დაგებაც არ დასრულებულა. 2 კილომეტრიან მონაკვეთზე ფეხით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია, ადგილობრივები ამბობენ, რომ წელს ბათუმი შესაძლოა ტურისტულ სეზონს ძველი ბულვარის გარეშე შეხვდეს.ბათუმელების კიდევ ერთი პრეტენზია ძველი ბულვარის რეაბილიტაციისთვის დახარჯულ სახელმწიფო რესურსს უკავშირდება. ადგილობრივები არამიზნობრივ ხარჯს უწოდებენ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სანაპირო ზოლზე სამუშაოების მიმდინარეობას, ისინი ამბობენ, რომ ტერიტორიამ ძველი იერსახე არ უნდა დაკარგოს.ექნება თუ არა ბათუმს ტურისტული სეზონისთვის განახლებული ძველი ბულვარი ჯერ უცნობია, სანაპირო ზოლის კონცეფციაზე მუშაობის დაწყების საბოლოო დრო, ცნობილი ამ დრომდე არ არის.