გაზიარება
UNM UNM
მედია - 17:40 / 15 ივნისი 2016

ბადრი ბასიშვილი სოფელ ნიქოზის მოსახლეობას შეხვდა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის რეგიონალური ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი კონფლიქტისპირა სოფელ ნიქოზში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მოისმინა მათი პრობლემები. ადგილობრივი მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ მათ უამრავი პრობლემა აწუხებთ და მათი მდგომარეობით ხელისუფლება არ ინტერესდება.  ,,ეს გმირი ხალხი  ხელისუფლებისგან სრულიად მიტოვებულები არიან.  სოფელი თანდათან იცლება. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას  განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ, მათი არსებობაც კი ავიწყდება."  -   ბადრი ბასიშვილი