გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:59 / 19 ივნისი 2016

ბადრი ბასიშვილი კარალეთიში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის რეგიონალური ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო დევნილების პრობლემებს. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მათი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლით მათი მდგომარეობა გაუმჯობესების მაგივრად გაუარესდა და შეღავათები, რითიც სარგებლობდნენ ხელისუფლებამ ისიც გააუქმა.  მათ დაპირდნენ, რომ მოხმარებული ბუნებრივი აირის თანხას გადაუხდიდნენ, მაგრამ დღემდე არანაირი შეღავათები არ აქვთ. დაპირებული გზისა და ნაკვეთებთან მისასვლელი ხიდის გაკეთებაც ოცნებად დარჩა. ხელისუფლების უნიათობას 8 ოქტომბერს აუცილებლად დავასრულებთ!"- აღნიშნა ბასიშვილმა.