ბადრი ბასიშვილი გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა
ბადრი ბასიშვილი გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივი აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება მათი პრობლემებით არ ინტერესდება და უამრავი დაპირება, რომელიც წინასაარჩევნოდ გასცეს, დღემდე შეუსრულებელია.
"სოფელში უამრავი პრობლემაა დღემდე მოუგვარებელი. დაპირებული მეოთხე საუკეთესო წელიწადი მოსახლეობისთვის დღემდე ოცნებად დარჩა. ხელისუფლებას დაავიწყდა მოსახლეობის პრობლემები და მათი უნიათობა 8 ოქტომბერს დასრულდება!" - აღნიშნა ბასიშვილმა.