გაზიარება
UNM UNM
მედია - 17:39 / 28 აპრილი 2016

ახმეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები თავმჯდომარის იმპიჩმენტს ითხოვენ

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები თავმჯდომარის გელა ჯუგაშვილის და მისი მოადგილის თამაზ წითელაურის გადადგომას ითხოვენ. შესაბამისი მოთხოვნით დეპუტატებმა საკრებულოს დღეს მიმართეს. 

საკრებულოს წევრები მათი მოთხოვნის  განხილვას უახლოეს სხდომაზე ითხოვენ.

"ეს არის უმაქნისობის პიკი, რასაც საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე აკეთებენ ამ ორი წლის განმავლობაში. მიუხედავად მუნიციპალიტეტში არსებული უამრავი პრობლემისა და მძიმე სოციალური ფონისა, მათ არ შესწევთ უნარი, ან სურვილი არ გააჩნიათ ელემნტარული პრობლემების მოგვარების. მხოლოდ ეს არის მიზეზი, არანაირი პირადი ინტერესი. თავმჯდომარე და მოადგილე მაღალ ხელფასებს და პრემიებს იღებენ, საქმეს კი არ აკეთებენ. ვერ მართავენ თვითმმართველობის ორგანოს", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ შაქრო ტერტერაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გადაყენებას მხარს ბურჯანაძე-დემოკრატებისა და ლეიბორისტული პარტიის წევრებიც უჭერენ.

გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის გადაყენების საკითს შესაძლოა მხარი "ქართული ოცნების" რამდენიმე წევრმაც დაუჭიროს, თუმცა როგორც კახეთი საინფორმაციო ცენტრი აცხადებს, ასეთ დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარის სამუშაო ოთახში იბარებენ და მათზე ზეწოლას ახდენენ.

საკრებულოს სხდომა 3 მაისსაა ჩანიშნული.  საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადაყენებისათვისთვის საჭიროა მას მხარის საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა დაუჭიროს.