გაზიარება
UNM UNM
მედია - 20:09 / 15 აპრილი 2016

ახდენილი ოცნებები წალენჯიხაში

2015 წელს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილიამ, 11 ტონაზე მეტი საწვავი გახარჯა.  ამავე პერიოდში ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ 440 ლ, ხოლო მისმა კოლეგამ ,,ქართული ოცნება - რესპუბლიკელებიდან" - 600 ლ საწვავი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ გაბელია აცხადებს, რომ ,ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ისრულებენ ოცნებებს ,,ქართული ოცნების" წევრები, მაშინ როცა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, მრავალ მათგანს კი სოციალური დახმარება მოუხსნეს.
 
აღნიშნული რაოდენობის საწვავით 75 000 კმ-ზე მეტის, ანუ ყოველდღიურად 200 კმ-ზე მეტის გავლაა შესაძლებელი, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია და  ხარჯების არამიზნობრიობაზე მიუთითებს.