გაზიარება
UNM UNM
მედია - 17:16 / 22 მაისი 2017

არჩევნების თარიღის დანიშვნა, ხელს შეუშლის თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევის პროცესს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტს მოუწოდებს სასწრაფოდ დანიშნოს არჩევნების თარიღი, რათა  ივანიშვილის მზაკვრული გეგმა - თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, ვერ განხორციელდეს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიგინგზე  გიორგი ბოტკოველმა ისაუბრა.

"საკრებულოს წევრებმა ერთპიროვნულად  დაუჭირეს  მხარი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებაზე.

დღეს ორ ქალაქში ზუგდიდსა და ოზურგეთში საკრებულოს სხდომები იმართება, სადაც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ერთადერთი გამოსავალია პრეზიდენტმა სასწრაფოდ დანიშნოს არჩევნების დღე, რათა ივანიშვილის მზაკვრული გეგმა ჩაიშალოს" - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.