გაზიარება
UNM UNM
მედია - 22:29 / 26 აპრილი 2016

ანტისანიტარია ქალაქ ფოთში

ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების უნიათობა და არაპროფესიონალიზმი მოსახლეობისთვის კარგად ცნობილი ფაქტია. ამჟამად საქმე ეხება ქალაქის დასუფთავებას და ნარჩენების გატანას. სამწუხაროდ ხელისუფლების და ნარჩენების გატანაზე პასუხისმგებელი კომპანა ,,ინფრასტრუქტურა 2008"-ს ხელმძღვანელის გია სილოგავას მხრიდან სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტო თუ აუდიო მასალები, თითქოსდა ისინი ქალაქის დასუფთავებაზე ზრუნავენ არის ბუტაფორია და პიარისთვის განკუთვნილი ღონისძიებები. სამწუხაროდ რეალობა რადიკალურად განსხვავდება იმ რეალობისგან, როგორადაც ხელისუფლებას სურს წარმოგვიჩინოს ქალაქში არსებული სიტუაცია. რეალობა კი არის მძიმე, ფაქტიურად სამსახური რომელსაც ქალაქის ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენების გატანა ევალება არ არსებობს, რადგან ქალაქის ყველა კუთხეში ნაგვით სავსე ,,ბუნკერები" დგას, რაც წარმოქმნის ანტისანიტარიას და მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცვლელია, ასევე აღნიშნულ პრობლემას ემატება უპატრონო ძაღლების თემა რომლებიც თავს იყრიან დაუსუფთავებელ ,,ბუნკერებთან" რაც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის, აღსანიშნავია ის, რომ ძაღლების მოვლა პატრონობაზე პასუხისმგებელი, ფოთის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება-ს წევრის თამაზ სოსელიას მეუღლეა, რომელიც არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, პასუხს კი არავინ არ თხოვს. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე ნათელია ის, რომ ფოთს აღარ ყავს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია ქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ დარცმელიძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობა ფოთის მერს ირაკლი კაკულიას და ,,ინფრასტრუქტურა 2008''-ს ხელმძღვანელს გია სილოგავას აკისრებს.