გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:29 / 7 ივლისი 2020

აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაუშვეს, ალტერნატიული თარიღი უნდა დაწესდეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განათლების სამინისტროს მოუწოდებს იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაუშვეს, მისაღები გმაოცდების ალტერნატიული თარიღი ჩანიშნოს, რათა ახალგაზრდებს წელი არ გაუცდეთ.

ამასთან, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელმა დიმიტრი შაშკინმა ისაუბრა, ოტლმბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ენმ გააგრძელებს დაწყებულ რეფორმებს და აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ თავად შეარჩიონ როგორც საგამოცდო თარიღები, ასევე ადგილმდებარეობაც.

„დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები და როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე აბიტურიენტი, ტემპერატურის გამო, საგამოცდო ცენტრებში  არ დაუშვეს. ასეთი ბავშვების რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც „ქართული ოცნება“ არაფერს არ ეუბნება მოსახლეობას, და ამ ბავშვებს აკარგვინებენ 1 წელს.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ განათლების სამინისტრომ სასწრაფოდ გამოაცხადოს ალტერნატიული თარიღები ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომლებიც სხვადასხვა ჯანმრთელობის მიზეზების გამო გამოცდაზე არ იქნა დაშვებული. ესაა მარტივად გასაკეთებელი. აგვისტოში შესალებელია ალტერნატიული თარიღის განსაზღვა.

ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ვპირდებით მოსახლეობას, რომ ოქტომბერში, გამარჯვების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი, რასაც განათლების სისტემაში გავაკეთებთ, ესაა საგამოცდო სისტემის რეფორმირება და ისეთის შექმნა, რომელიც აბიტურიენტებს საშუალებას მისცემს  ერთიანი ეროვნული გამოცდები სწელიწადში სამჯერ ჩააბარონ. ასევე, აბიტურიენტებს საშუალება მიეცემათ გამოასწორონ თავიანთი შედეგი და თვითონ აირჩიონ როგორც დრო, ასევე დგილი გამოცდებისთვის.“