

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პენსიონერებს ახალ საპენსიო კონცეფციას სთავაზობს. პარტიის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პენსია 400 ლარი გახდება. გეგმა რეალურია და მასზე ენმ-ის ლიდერები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
ენმ-ის ახალი კონცეფციის მიხედვით, პენსიის ზრდა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებითა და ეკონომიკური ზრდითაა შესაძლებელი.
"ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" ახალი საპენსიო კონცეფცია დაგროვებით პენსიასაც მოიცავს, რომლის მიხედვითაც, დაგროვებითი პენსია ნებაყოფლობითი იქნება და დანაზოგის განთავსება პენსიონერებს კერძო ან სახელმწიფო ფონდებში შეეძლებათ.
პენსია 400 ლარი
კამპანიის სიახლეები
პენსია 400 ლარი