გაზიარება
UNM UNM
მამუკა ბიბილეიშვილი

მამუკა ბიბილეიშვილი

სამტრედიის საკრებულოს წევრი

დაიბადა 1973 წლის 1 მარტს ქალაქ სამტრედიაში. 1990 წელს დაამთავრა დიდი ჯიხაიშის საშუალო სკოლა წარჩინებით. ამავე წელს სწავლა გააგრძელა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახ. უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე, სპეციალობა ,,ფინანსები და კრედიტი”, რომელიც დაამთავრა 1995 წელს. 1995 წელს მუშაობა დაიწყო პარლამენტის წევრის ბიუროში, დეპუტატის თანაშემწედ. 1998 წელს არჩეული იქნა სამტრედიის რაიონის საკრებულოში ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების კომისიის თავმჯდომარეთ. 2000 წელს დაინიშნა სამტრედიის ქალაქის გამგეობის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის უფროსად. 2002 წელს დაინიშნა სამტრედიის ქალაქის საფინანსო სამსახურის უფროსად. 2004 წელს არჩეული იქნა სოფელ დიდი ჯიხაიშის საკრებულოს თავმჯდომარედ. 2006 წელს აირჩიეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად, სადაც არჩეული იყო საფინანსო საბიუჯეტო და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ. 2008 წელს დაინიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ. 2011-2015 წლებში მუშაობდა სს ბანკ რესპუბლიკა სამტრედიის ფილიალში მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსების ჯგუფის უფროსად. 2014 წლის 15 ივნისიდან არჩეული იქნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. არის პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობაის” წევრი. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

მამუკა ბიბილეიშვილი

News