გაზიარება
UNM UNM
დავით ნიკოლეიშვილი

დავით ნიკოლეიშვილი

სამტრედიის საკრებულოს წევრი

დაიბადა 1977 წლის 16 მაისს, სამტრედიის რაიონის სოფელ საჯავახოში. 1994 დაამთავრა საჯავახოს საშუალო სკოლა და ამავე წელს ჩაირიცხა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის მრავალდარგოვან ინსტიტუტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. 2001 წელს დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი და მიანიჭეს იურისტის კვალიფიკაცია. 1999- 2002 წლებში მუშაობდა ბათუმის სავაჭრო ნავსადგურში შ.პ.ს. ,,ბასკოში". 2005 წლიდან - 2006 წლამდე მუშაობდა სამტრედიის რაიონის, სოფ. საჯავახოს თემის გამგეობის ეკონომიკის სამსახურში. 2006 წლიდან დაინიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში სპეციალისტად, ამავე წელს მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში და გახდა საკრებულოს მაჯორიტარი დეპუტატი და საკრებულოში ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. 2009 წელს აირჩიეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილედ. 2010 წლის ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და ისევ გახდა საკრებულოს მაჯორიტარი დეპუტატი და ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარე. 2013 წელს აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ. 2014 წელს კვლავ მიიღო ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და გახდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი სადაც მუშაობს დღემდე.