გაზიარება
UNM UNM
ავთო თადუმაძე

ავთო თადუმაძე

სამტრედიის საკრებულოს წევრი

დაიბადა 1965 წლის 14 აგვისტოს ქალაქ სამტრედიაში. 1982 წელს დაამთავრა სამტრედიის #24 –ე საშუალო სკოლა წარჩინებით. ამავე წელს სწავლა გააგრძელა ქალაქ როსტოვის საინჟინრო- საამშენებლო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1989 წელს. 1989-91 წლებში გაიარა ქალაქ ტარტუში საინჟინრო –სამშენებლო საკითხთა სრული კურსი. 1991 წელს მუშაობა დაიწყო სამტრედიის საგზაო სამმართველოში საქმეთა მწარმოებლის თანამდებობაზე. 2004 წლიდან მუშაობა გააგრძელა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის ურბანული დაგეგმარების, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური მეურნეობის სამსახურის უფროსად. 2008 -2009 წლებში მუშაობდა სამტრედიის ქალაქის რწმუნებულად. 2009-2010 წლებში მუშაობდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის ურბანული დაგეგმარების, ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად. 2010-2012 წლებში მუშაობდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ. 2012 -2014 წლებში ასრულებდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას. 2014 წლის 15 ივნისიდან არჩეულია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. არის პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი. ყავს მეუღლე და ორი შვილი.