ენმ კამპანია - ემიგრანტები სამშობლოსთვის იწყებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან კამპანია - ემიგრანტები სამშობლოსთვის იწყებს. კამპანიის ფარგლებში, პარტია, ემიგრანტებს გააცნობს იმ ინსტრუქციებს, რომლის მიხედვითაც საკონსულო აღრიცხვაზე შეძლებენ დადგომას და არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებას მოიპოვებენ.ასევე, კამპანიის ფარგელბში პარტია ემიგრანტებს წარუდგენს იმ პირებს, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში მათ პირადად გაუწევენ კონსულტაციებს. ამოქმედდება ცხელი ხაზიც.აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა ისაუბრა.„დღეიდან ჩვენ ემიგრანტებისთვის ვიწყებთ კამპანიას - ემიგრანტები სამშობლოსთვის. ეს კამპანია სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით ჩვენი ემიგრანტების დახმარებას გულისხმობს, რომ მათ შესაბამის საკონსულოებში საარჩევნო სიებში რეგისტრაცია მოახერხონ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.ემიგრანტებს აქვთ სურვილი არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და ქვეყნის მომავალი გადაწყვიტონ, მაგრამ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მათთვის ამ პირობების შექმნას. ჩვენ არაერთხელ ვითხოვდით, რომ ემიგრანტებისთვის ელექტრონული კენჭისყრის ფუნქცია შემოღებულიყო, თუმცა ბუნებრივია ხვდებით, რომ სახელწმიფოს ამის ინტერესი არ აქვს, რადგან ყველამ კარგად იცის ემიგრანტების განწყობა.დღეს ვაქვეყნებთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე მოკლე ინსტრუქციას, რომელიც ემიგრანტებს დაეხმარება ადვილად გაიარონ რეგისტრაცია და საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ. ასევე, გვექნება ცხელი ხაზი და თითოეულ ემიგრანტს გავუწევთ რეკომენდაციას თუ როგორ დარეგისტრირდნენ. ამავდორულად, ვაქვეყნებთ სიას იმ ადამიანების, რომლებიც ადგილზე დაეხმარებიან ემიგრანტებს. ასევე მოვუწოდებთ მათ შეაგროვონ ხელმოწერები, რათა საარჩევნო უბნები ცენტრალური ქალაქების გარდა სხვაგანც განთავსდეს. „

დავით კირკიტაძემ ავტოდილერებთან შეხვედრაზე 4 პუნქტიანი გეგმა წარადგინა

ავტოდილერებისთვის ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს შექმნის მიზნით ნაციონალური მოძრაობა სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. დავით კირკიტაძემ ავტოდილერებთან შეხვედრაზე დღეს 4 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა და განმარტა, რომ ამ სეგმენტში მონოპოლიური მმართველობა უნდა დასრულდეს.მისივე თქმით, ენმ-ის გამარჯვების შემდეგ, უახლოეს სამ თვეში რამდენიმე პლატფორმა შეიქმნება, სადაც მათ ბევრად უფრო ხელსაყრელი გარემო ექნებათ საქმიანობისთვის.„პირველი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ ისაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ჩვენს მეზობლებთან ჰარმონიზაციას მოვახდენთ და ჩვენს ბაზარს, ისე როგორც ეს 2012 წლამდე იყო, იმ მყიდველს დავუბრუნებთ, რომლებიც ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან არიან, ეს ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია, ასე გავაკეთებთ ოქტობრის შემდეგაც.მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ ავტოდილერებ გავუადვილებთ წვდომას ფინანსურ რესურსზე, ხოლო სახელწიფო მათ გარანტად დაუდგება, რათა საფინანსო ინსტიტუტებიდან და ბანკებიდან ნაკლებ პროცენტად შეძლონ და აიღონ თანხა იმისათვის, რომ ეს ბიზნესი განვითარდეს.მესამე - ჩვენ არ დავუშვებთ ამ ბიზნესში მონოპოლიას, არ დავუშვებთ იმას, რომ ამ ბიზნესში მხოლოდ ერთი ოპერატორი იყოს და ავტოდილერები გააწვალოს, გაუზარდოს ფასები და მოახდინოს მათი შევიწროება. პირველივე სამ თვეში აუცილებლად არაერთ ალტერნატიულ პლატფორმას გავაჩენთ იმისათვის, რომ ავტოდილერებს ჰქონდეთ საშუალება თავიანთი ავტომობილები იქ სადაც, მათთვის ხელსაყრელი პირობები იქნება განათავსონ და შესაბამისად, თავიანთი ბიზნესი აწარმოონ.“

ენმ-ის ლიდერებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს.„რუსეთმა სამხედრო ტერორისტული ოპერაცია დაიწყო და შემდგომ სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. 600-მდე ადამიანი დაგვეღუპა, არაერთი დაიჭრა და დასახიჩრდა. არასდროს ჩვენ ამას არ ვაპატიებთ.დღეს შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რუსეთის ფედერაციის ინტერესი და მთავარი მიზანი მაშინ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დამუხრუჭება იყო, საქართველოს სუვერენული პოლიტიკის გადამისამართება მოსკოვზე და თუ ამას მოახერხებდნენ მისი შეიარაღებული ძალები, ჩვენი სახელმწიფოს განადგურება. ვერცერთ ამ ამოცანას რუსეთმა ვერ მიაღწია. რადგან მას ქართველი ერი და ჩვენი შეიარაღებული ძალები აღუდგა. ის ვაჟკაცები, რომლებიც ახლა აქ, მუხათგვერდზე განისვენებენ“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ.

ესაა გზავნილი, რომ დროა ქვეყანაში ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებები განხორციელდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ვისგანაც ჩვენ ყველაზე დიდ ფინანსურ დახმარებს ვიღებთ, მაგრამ ამ დახმარების მისაღებად სჭიროა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლბამ შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის დევნა, ასევე 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები ჩაატაროს სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში. „ივანიშვილი და მისი პოლიტიკური რეჟიმი, ამ უკანასკნელ თვეებშიც კი, რაც მათ სახელმწიფო მმართველობაში ყოფნისთვის დარჩათ, ახერხებენ და გამოუსწორებელ დარტყმას აყენებენ ჩვენ სტრატეგიულ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ასევე, თითოეულ ჩვენი მოქალაქის ინტერესს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, მთელი დღის მანძილზე, ჩვენ გვესმოდა ურცხვი ტყუილები საგარეო საქმეთა მინსიტრისგან, იმის თაობაზე რომ საერთოდ ბუნებაშიც არ არსებობს პროექტი, რომელიც ფინანსურს სანქციებს ითვალისწინებს, რეალურად გუშინ კონგრესის ყველაზე გავლენიანმა კომიტეტმა სანქციებთან დაკავშირებული კანონპროექტი მიიღო. რას ნიშნავს ეს გზავნილი - პირველ რიგში აშშ რჩება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ მოკავშირედ, მაგრამ, ამავე დროს, რამდენადაც ივანიშვილს დაკარგული აქვს ნდობა, ეს ფინანსური სანქცია არის გზავნილი რომ დროა ქვეყანაში სერიოზული და ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებები განხორციელდეს. ეს ცვლილებები ხალხმა უნდა განახორციელოს თავისუფალი და სამართლიანი არჩვნების გზით.“

ენმ მთელს საქართველოში