საქართველო სიღარიბის გარეშე !    მე და მიშა გავიმარჯვებთ !     5 მიზანი რომელსაც ერთად მივაღწევთ !

მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო ტურნე იმერეთში გრძელდება

მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას იმერეთში, კერძოდ , ჭიათურასა და საჩხერეში მეუღლესთან სანდრა რულოვსთან ერთად განაგრძობს. მოსახლეობას მან მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა . 

"ჩემთვის მთავარი სკამი არ არის, ჩემთვის მთავარია ჩემი საქმის შემფასებელი საზოგადოება", - ამ სიტყვებით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ჭიათურის მოსახლეობას - "მე მოვიხსენი უფლებამოსილება და 5 იანვარს თქვენი გადასაწყვეტია - დაუბრუნებთ ამ სკამს ძველ მფლობელს თუ გადასცემთ ვინმეს სხვას ".  ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პრეზიდენტობის კანდიდატს სამსახურებრივი დავების მქონე მოქალაქეებისთვის პენსიების აღდგენა სთხოვეს. მიხეილ სააკაშვილი მათ პრობლემების მოგვარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას დაპირდა.

"ახლა მთავარი დაპირების მიცემისა და შემდეგ ამ მიზნის შესრულების დრო დადგა: საქართველო სიღარიბის გარეშე! მათ შორის ჩვენი ჭიათურა - სიღარიბის გარეშე!" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატი ჭუმბურიძეების ოჯახსაც ესტუმრა, სადაც ნახევარი საათი დაჰყო. ოჯახი სოციალურად დაუცველ ფენას მიეკუთვნება და მას წლების განმავლობაში სანდრა რულოვსი მფარველობს. მიხეილ სააკაშვილი მათ პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა .

"უწინარეს ყოვლისა უნდა ჩავსვათ ფანჯრები და დავათბოთ სახლი, ხოლო შემდეგ უნდა გავუზარდოთ დახმარება , რომ ნორმალური ცხოვრება შეძლონ", - განაცხადა მან .

პრეზიდენტობის კანდიდატმა ჭიათურაში პროფესიული გადამზადების ცენტრი მოინახულა , სადაც ყველა ხუთოსან მოსწავლეს პირობა მისცა , რომ  წარმატებული სწავლისათვის კომპიუტერით დაასაჩუქრებს.

"ძალიან ბევრი ბავშვი წერილებში , რომლებსაც ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს ვიღებ ,  კომპიუტერ ითხოვს. ძალიანაც რომ მოვინდომო ახლა ყველას სურვილს ვერ დავაკმაყოფილებთ, ამას ვერც მოვასწრებთ. ამიტომ, მინდა გამოვაცხადო, საქართველოში ყველა მოსწავლესა და სტუდენტს ასეთ შეთანხმებას ვთავაზობთ - ყველა, ვინც კარგად , ხუთზე ისწავლის, მომავალი წლის განმავლობაში (იმედი მაქვს პირველ ნახევარშიც კი), სახელმწიფო პერსონალური კომპიუტერით დაასაჩუქრებს" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, პრეზიდენტობის კანდიდატმა კომენტარი წინასაარჩევნო კამპანიაზეც გააკეთა.

"მინდა გითხრათ, რომ ნაკლებ დროს ვხარჯავ პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიქრით. მე არ მიმაჩნია, რომ საქართველოში მტრები გვყავს . ჩვენ ყველას ვუწვდით მეგობრობის ხელს, რადგან არავისთან არ გვსურს ქიშპობა. ჩვენ ჩვენი სათქმელი გვაქვს, მათ კი - თავისი", - აღნიშნა მან.

გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა ჭიათურის მაღაროებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა:

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მაღაროები მთელი სიმძლავრით ამუშავდეს, მით უმეტეს, არის ამის მოთხოვნილება. ახალი ტექნოლოგიებიც ხელს უწობს იმას , რომ ყველა ასაკის ხალხი დასაქმდეს. უნდა აღვადგინოთ თეატრი, რომელიც კულტურის კერა იყო . უნდა გაიხსნას ახალი უმაღლესი სასწავლებლები, კეთდება ყველა სკოლა და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ".

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა ჭიათურის მაღაროც დაათვალიერა .

 

პრეზიდენტობის კანდიდატი ჭიათურიდან საჩხერელ მხარდამჭერებთან  გაემგზავრა . საჩხერლებს მან არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, გამარჯვების შემთხვევაში იგი მოსახლეობას პენსიების ზრდასა და დასაქმებას დაპირდა .