 |
|
|
|
|
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ეკონომიკურ ექსპერტებსა და ბანკირებს სასტუმროში "თბილისი მერიოტი" შეხვდნენ.შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო პროგრამის ეკონომიკური ნაწილზე იმსჯელეს. კერძოდ, დაბალპროცენტიანი სესხების გაცემასა და საბანკო სექტორზე მის შესაძლო გავლენაზე. ასევე, თავისუფალი ეკონომიკური ზონის ეფექტზეც ისაუბრეს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა უმუშევრობის პრობლემას არა მხოლოდ ამ ქალაქში, არამედ გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებშიც გადაწყვეტს. მისივე თქმით, საქართველო რეგიონში ფინანსური ცენტრი გახდება და ამის ნიშნები უკვე არსებობს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ 5 წელიწადში საქართველოში უმუშევრობამ და ინფლაციამ მინიმალურ ზვრამდე დაიწიოს, ეკონომიკური ზრდა 8-9% იყოს და დღევანდელთან შედარებით ეკონომიკაში გასამმაგებული მაჩვენებლები არსებობდეს.
'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' პრეზიდენტობის კანდიდატი ვარკეთილს ეწვია
'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ვარკეთილის მეოთხე მიკრო-რაიონს ეწვია.
მიხეილ სააკაშვილი მე-3 განახლებული ხელოვნების სკოლის გახსნას დაესწრო; პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად ვარკეთილში დედაქალაქის მერი გიგი უგულავაც იმყოფებოდა. ოფიციალური მონაცემებით, უკვე განახლებულია ხელოვნების 11 სკოლა და ახლო მომავალში დაგეგმილია 20-მდე სასწავლები განახლება.
<< დაბრუნება |
|
|
 |