საქართველო სიღარიბის გარეშე !    მე და მიშა გავიმარჯვებთ !     5 მიზანი რომელსაც ერთად მივაღწევთ !

მიხეილ სააკაშვილი დღეს თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა

პრეზიდენტობის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი დღეს კახეთში ი.გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა უნივერსიტეტის განახლებული, ელექტრონული  ბიბლიოთეკაც დაათვალიერა. სტუდენტებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა დასახულ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელთა შორის, უმთავრესად, დასაქმების პრობლემა მიაჩნია. მან აღნიშნა, რომ რეგიონში პრიორიტეტად უმუშევრობის პრობლემის მოხსნასა და სიღარიბის დაძლევას მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ნიჭიერი კადრები ესაჭიროება. მან აღნიშნა, რომ ”დღეს შრომის ბაზრისთვის მთავარი ახალი კადრების მომზადებაა”.

"ამ არჩევნებზე ჩვენი მთავარი ლოზუნგია: "საქართველო სიღარიბის გარეშე". ზოგიერთი ოპონენტი, როგორც ყოველთვის, ნიშნის მოგებით იტყვის, ახლა გაგახსენდა დასაქმება, აქამდე სად იყავიო?! თუ ეს ვინმეს მართლა აინტერესებს, ვეტყვი: სად ვიყავი და ვაგებდი გზებს, ვაგვარებდი ელექტროენერგიის პრობლემას, რადგან გზისა და დენის გარეშე არანაირი დასაქმება არ არსებობს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატმა შუამთის მონასტერში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მინასტერს 194 ჰექტარი მიწა მონასტერს საკუთრებაში გადაეცემა. მოგვიანებით თელავის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას შეხვდა.

”როდესაც ვთქვით - საქართველო უგზოობის გარეშე - არავის არ სჯეროდა, რომ გზებს მართლა დავაგებდით, მაგრამ ეს პირობა შევასრულეთ და გზებს ყველგან ვაგებთ. როდესაც ვთქვით - საქართველო კორუფციის გარეშე - არც ამის სჯეროდა ვინმეს, რომ ამ სენის დაძლევას შევძლებდით. დღეს ყველაზე ნამუსგარეცხილი ადამიანიც კი ვერ იტყვის, რომ საქართველოს მთავრობა კორუმპირებულია” - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

კახეთიდან დაბრუნებულმა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრები თბილისში განაგრძო და ამჯერად დიღმის მოსახლეობას შეხვდა დათავის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.

”ჩვენ მივაღწიეთ საქართველოს შევარდნაძის გარეშე, ჩვენ მივაღწიეთ საქართველოს უშუქობის გარეშე, ჩვენ მივაღწიეთ საქართველოს უგზოობის გარეშე, ჩვენ მივაღწიეთ საქართველოს კორუფციის გარეშე და შემდეგი წლების განმავლობაში, ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადაში ჩვენ მივაღწევთ საქართველოს სიღარიბის გარეშე!” - განაცხადა პრეზიდენტობის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა.

<< დაბრუნება