Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2010
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 



თანამშრომლობა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან

IRI-საქართველო არის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა. IRI-ის ადგილობრივი პროგრამა დაიწყო 1998 წელს და მას შემდეგ მუშაობს საქართველოს ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიასთან მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით და ეხმარება ისეთ საკითხებში, როგორიცაა პარტიული ორგანიზაციისა და სტრუქტურის განვითარება, მიმართვის ჩამოყალიბება, მიმართვის მიტანა ამომრჩევლამდე,  საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ადგილობრივ დონეზე მუშაობა და პოლიტიკური ქსელის განვითარება.

ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობას ახორციელებს როგორც პირადი კონსულტაციების სახით, აგრეთვე ტრეინინგებით და სემინარებით.

IRI-საქართველო აგრეთვე ატარებს Get-Out-The-Vote (GOTV) პროგრამას არჩევნებში საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის მონაწილეობის გაზრდის მიზნით.

IRI-საქართველო აგრეთვე ჩაბმულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პროცესში და ამ მიზნით ტრენინგებს უტარებს საარჩევნო უბნებზე პარტიულ დამკვირვებლებს და აწვდის ინფორმაციას საარჩევნო პროცედურების, ასევე მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მიზნით.

2003 წლიდან საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პროგრამებში აქტიურად ჩაერთო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. პარტიის წევრები 2004 წლიდან მონაწილეობენ საარჩევნო მენეჯერების აკადემიის პროგრამაში, რომელიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის: პოლიტიკური პარტიების მშენებლობა და განვითარება, მიმართვის განვითარება, საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ურთიერთობა მასმედიასთან, მუშაობა ამომრჩეველთან.

IRI აქტიურად ახორციელებს პოლიტიკური კონსულტაციისა და პარტიული მშენებლობის პროგრამებს, რომელიც ორიენტირებულია პარტიის ინფორმირებაზე მისი სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ პარტიის ინდივიდუალური სპეციფიკის გათვალისწინებით. ორგანიზაციის ექსპერტები პარტიებისთვის აწარმოებენ კონსულტაციებს პარტიის სტრუქტურის, ახალგაზრდული ორგანიზაციის, ეფექტური კომუნიკაციის შესახებ. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მუდმივად იღებენ მონაწილეობას რესპუბლიკური ინსტიტუტის ქალთა პროგრამებში, რომლებიც მიზნად ისახავს ქალთა პოლიტიკური უნარების განვითარებას, მათი აქტივობისა და მონაწილეობის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

2008 წლიდან საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა დაიწყო ადგილობრივი თვით-მმართველობის პროგრამა, რაშიც აქტიურად ჩაება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ეს პროგრამა ეხმარება უკვე არჩეულ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ეფექტურად შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები.

2007-2008 წწ. საქართველოში ვიზიტის პერიოდში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სტუმრობდნენ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის რეგიონალური პროგრამის დირექტორი ბ-ნი სტივ ნიქსი და ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი პროგრამების მიმართულებით ქ-ნი ელიზაბეთ დუგანი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თანამშრომლობა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან მეტად მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისა და განხორციელების თვალსაზრისით პარტიის ორგანიზაციული და სტრუქტურული განვითარების პროცესში.

http://www.iri.org.ge/

სახელი:

ელ-ფოსტა:

კომენტარი: