Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2010
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 



თანამშრომლობა ევროპის სახალხო პარტიასთან (EPP)

ევროპის სახალხო პარტია წარმოადგენს ევროპის პოლიტიკურ პარტიათა უდიდეს საერთაშორისო გაერთიანებას, რომელიც შეიქმნა 1976 წელს და მოიცავს ევროპის მემარჯვენე-ცენტრისტული იდეოლოგიის ქრისტიან-დემოკრატიულ და კონსერვატიულ პარტიებს. ევროპის სახალხო პარტიაში ამჟამად გაერთიანებულია ევროპის 38 ქვეყნის 74 პარტია. მის ხელმძღვანელობაში შედიან როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა, ასევე არა-წევრი ქვეყნების ლიდერები. მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ევროპის სახალხო პარტია მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი ევროკავშირის ცალკეულ ინსტიტუტებში, ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში და სხვა ევროპულ ორგანიზაციებში, და ამდენად, ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს ევროპული სტრუქტურების საქმიანობაში.

ევროპის სახალხო პარტიის სტრუქტურა და საქმიანობა მტკიცე დემოკრატიულ პრინციპებზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ამ გაერთიანების წევრი პოლიტიკური პარტიები აღიარებენ და მკაცრად იცავენ იმ პრინციპებსა და ფასეულობებს, რაც საყოველთაოდ აღიარებულ საერთო ევროპულ ღირებულებებს წარმოადგენს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპის სახალხო პარტიის თანამშრომლობის პერიოდში შედგა არა ერთი ვიზიტი, როგორც ქართული დელეგაციებისა ბრიუსელში (EPP-ის შტაბბინა),  ისე EPP-ის წარმომადგენლებისა საქართველოში.

აღსანიშნავია EPP-ის პრეზიდენტის, ბ-ნი ვილფრიდ მარტენსის და დელეგაციის სხვა წევრების ვიზიტი თბილისში 2007 წლის ივლისში, რომლის ფარგლებშიც მათ შეხვედრები გამართეს პრეზიდენტ სააკაშვილთან, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.

სტუმრების მიერ დადებითად იქნა შეფასებული  საქართველოს მმართველი პარტიის მიერ განხორციელებული რეფორმები და აღნიშნეს, რომ ხელისუფლების მიერ არჩეული გზა ხელს შეუწყობს ქვეყნის ინტეგრაციას ევროსტრუქტურებში. ევროპის სახალხო პარტია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ასევე საარჩევნო სისტემის საკითხს.

პარტიის დამკვირვებლის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ნებისმიერი ევროპული ქვეყნის პარტიისათვის ძალზე პრესტიჟულია, მნიშვნელოვანია შემდეგი მიზეზების გამო:

 

1.     "დამკვირვებელი” მონაწილეობს ევროპის სახალხო პარტიის ყრილობებში და სხვადასხვა ფორუმებში. "დამკვირვებელს” შეუძლია პარტიის       ყრილობებზე სიტყვით გამოსვლა, პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა      და შესაბამისად, თავისი ქვეყნის ინტერესების ევროპული პოლიტიკური      ტრიბუნიდან დაცვა. "დამკვირვებელი” მონაწილეობს ევროპის სახალხო    პარტიის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებეში.

2.     ევროპის სახალხო პარტია აფინანსებს სხვადასხვა სახის      პროგრამებს       ევროპის მასშტაბით, რომლებშიც "დამკვირვებელი” პარტიის წევრებს   შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. შესაბამისად, ‘დამკვირვებელი’       პარტიის ახალგაზრდა წევრებისთვის იქმნება ევროპული პარლამენტარიზმის      გამოცდილების მიღების, სტაჟირების და სხვა მრავალი შესაძლებლობა;

3.     ევროპის სახალხო პარტიის ‘დამკვირვებლის’ სტატუსი, დროთა     განმავლობაში, შესაძლოა ამაღლდეს ე.წ. "ასოცირებული წევრის”       სტატუსამდე, რაც ევროპის სახალხო პარტიასთან უფრო მჭიდრო   თანამშრომლობის შესაძლებლობას იძლება.

 

მ. სააკაშვილი რამდენჯერმე იყო მიწვეული EPP-ის სამიტზე (ლისაბონი 10/2007, ბრიუსელი 03/2008, EPP-ის კონგრესი, რომი 03/2006), რომლებსაც ევროპის სახელმწიფოთა მეთაურები, მათ შორის ა. მერკელი, ს. ბერლუსკონი ნ. სარკოზი და სხვა  ლიდერები ესწრებოდნენ.

შეხვედრების დროს არა ერთხელ გაიმართა კონსულტაციები ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე.   

EPP-ის ხელმძღვანელობა, ისევე როგორც სხვა წევრი პარტიების უმრავლესობა, მუდმივად გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერასა და თანადგომას ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და საქართველოს მიმართ. ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით ნათლად გამოვლინდა რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის პერიოდში. პრეზიდენტმა მარტენსმა არა ერთხელ მკაცრად დაგმო რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოს ტერიტორიზე, ისევე როგორც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების ფაქტი, რაც, მისი თქმით,  დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის კავკასიის მთელ რეგიონს და მოუწოდა რუსეთს პატივი სცეს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში; რადგან დაუშვებელია თანამედროვე მსოფლიოში ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის ოკუპაცია და მისი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მუქარა, _ განაცხადა მარტენსმა.

2008 წლის 16-17 სექტემბერს გაიმართა EPP-ის პოლიტიკური ბიუროს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ, რომლის თანახმად, ნაციონალურ მოძრაობას დამკვირვებელი წევრის სტატუსი მიენიჭა.  

საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ევროპის სახალხო პარტიაში გაწევრიანება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ენმ სწორედ იმ დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული პარტიაა, რომლებიც გაზიარებულია EPP-ის სხვა წევრი ევროპული პარტიების  მიერ. ეს ფაქტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას  და, ამდენად, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით. 

2009 წელს საქართველოს პრეზიდენტი არა ერთხელ იყო მიწვეული ევროპის სახალხო პარტიის ღონისძიებებზე, მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე (19 მარტი, ბრიუსელში), ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე (29-10 აპრილი, ვარშავა), ასევე ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე (29 ოქტომბერი, ბრიუსელი).

http://www.epp.eu/

სახელი:

ელ-ფოსტა:

კომენტარი: