ენმ: რუსული სანომრე ნიშნიან ავტომობილებს, დიდი ალბათობით, ბოლნისის გავლით სომხეთში სამხედრო ტექნიკა გადააქვს

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნით ავტომობილები გადაადგილდება, რომელსაც დიდი ალბათობით სამხედრო ტექნიკა გადააქვს.”ამ წუთებში, ბოლნისის რაიონში  რუსული სანომრე ნიშნებით სატვირთო ავტომობილები გადაადგილდება, რომლებსაც  შეფუთული და უცხო თვალისთვის შენიღბული ტვირთი გადააქვთ. ვიზუალური დაკვირვებით და დიდი ალბათობით, ეს არის მძიმე მუხლუხოიანი ტექნიკა. სავარაუდოდ, სამხედრო დანიშნულების. ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა ზუსტად ერთი წუთის წინადგილიდან მივიღეთ. პირველ რიგში, გვინდა მივმართოთ პრეზიდენტს და ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოიკვლიონ, თუ რა დანიშნულებისაა ეს ტვირთი. ჩვენი რამდენიმე მეგობარი, რომელიც ამ წუთებში იქ იმყოფება, გვეუბნება, რომ ეს უდიდესი ალბათობით, არის სამხედრო ტექნიკა. ხვალ არის უშიშროების საბჭოს სხდომა და ვფიქრობთ, აუცილებელია ამ საკითხის  დაყენება. ტვირთი  სავარაუდოდ, სომხეთის საზღვრისკენ გადაადგილდება”. 

ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!

უკვე მეექვსე წელია მსოფლიო 21 მარტს აღნიშნავს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს მეტი ამ დღის და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების შესახებ. საჭიროა ხელმისაწვდომი ჯანდაცვის პროგრამების, ინკლუზიური განათლების და საზოგადოების განვითარება, სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობის და შესაბამისი გარემო პირობების შექმნა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებმა შეძლონ მეგობრულ გარემოში განვითარება და ინტეგრაცია. ჩვენ შეგვიძლია მათი ხმის და საჭიროებების გაგება და შემდეგ, მათი მხარდაჭერა და ადვოკატირება ყველგან, ყოველ ქალაქსა და სოფელში.რაც მთავარია, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ არსებული სტერეოტიპები, ყველას მივაწვდინოთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ხმა და მათთვის შევქმნათ პირობები, რომ შეძლონ განვითარება იმ მეგობრული გარემოში, რომელიც მათ ცხოვრებას გაალამაზებს. მეგობრები ქრომოსემებს არ ითვლიანმე არ მაქვს ზედმეტი ქრომოსომა, იქნებ შენ გაქვს ნაკლები?სიყვარული ქრომოსომების რაოდენობით არ ისაზღვრებაჭრელი წინდა ჩემი შენდამი სიყვარულისა და მხარდაჭერის სიმბოლოაშეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობსშეცვალე გარემო ადამიანისთვის და არა ადამიანი გარემოსთვისჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით

ენმ ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობოებს ერთიანი დოკუმენტის შემუშავებისკენ მოუწოდებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას  ერთიანი დოკუმენტის შემუშავებისკენ მოუწოდებს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას ჩააყენებს საქმის კურსში რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ანექსიის თაობაზე. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ისაუბრა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონის წინაშე მდგარ უდიდეს გამოწვევაზე პასუხია და ქვეყანაში მიმდინარე  ღიად და აშკარად გამოხატულ ანექსიას შეეხება.ვხედავთ, რომ რუსეთი სრულ სამხედრო მობილიზაციას ამზადებს საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რითაც საფრთხეს უქმნის შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხოებას და ამ დროს,  ხელისუფლებას ქმედითი პასუხი არ აქვს.  იმ მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ საერთაშორისო ორგანიზებს მიმართავს, რათა მათ რუსეთის ქმედებებს შეფასება მისცენ.ვფიქრობ, დროა, რუსეთის აგრესიას ქართული საზოგადოება, მთლიანად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი დაუპირისპირდეს.სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, საზოგადეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ერთიანად შევიმუშავოთ პოზიცია და მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.ესაა განსაკუთრებით მნიშველოვანი, რადგან ვხედავთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპაციის, ღია და აშკარა ანექსიის პროცესი მივიწყებას ეცემა.ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმედს გამოთქვამს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია,  ჩვენთან ერთად, ხმას მიაწვდენს საერთაშორისო თანამეგობრობას და მოუწოდებენ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტების ასამოქმედებლად.“

ზურაბ მელიქიშვილი: ამ ცვლილებებს ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ელოდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციამ პარლამენტში რამდენიმე დღის წინ წარდგენილ  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ხუთ კანონპროექტს შეიცავდა,  დღეს კიდევ ორი კანონპროექტი დაამატა და ის  მცირე და საშუალო  ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს.აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ზურაბ მელიქიშვილმა ისაუბრა.„საკანონმდებლო ცვლილებების პირველი პაკეტი  მცირე და საშუალო ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმის გამარტივებას და ბიზნესის დეკრიმინალიზაციას ეხება. შემდგომი, მეორე ეტაპის  საკანონმდებლო ინიციატივები მიმართული იქნება საარჩევნო პროგრამის იმ დაპირებების შესასრულებლად, რომელიც  გადასახადების შემცირებას, ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმას, ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობას ითვალისწინებს.ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტებით 1. გაუქმდება უძრავი ქონების გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან განთავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის ორწლიანი პერიოდი;  2. გაუქმდება ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან განთავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის   ექვსთვიანი პერიოდი.კანონპროექტები გამომდინარეობენ  ნაციონალური მოძრაობის 2016 წლის საარჩევნო პროგრამის ძირითადი იდეებიდან და მიზნად ისახავენ საარჩევნო დაპირებების ხორცშესხმას“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

ენმ-მ თემატური სამუშაო ჯგუფები დააკომპლექტა და მიმართულების ხელმძღვანელები განსაზღვრა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის ის ძირითადი მიმართულებები განსაზღვრა, რომელიც საბჭოს კონკრეტულ წევრებს მათთვის სასურველ თემატურ სამუშაო ჯგუფებში აერთიანებს. სხდომაზე ფარული კენჭისყრით აირჩიეს მიმართულების ხელმძღვანელებიც.სხდომას 2017 წლის პარტიის ყრილობასა და შემდგომ, რაიონულ კონფერენციებზე არჩეული პოლიტიკური საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.როგორც ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ აღნიშნა, პარტიაში დაწყებული პროცესები მეტი ჩართულობისა და ღიაობის საწინდარია, რაც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია.რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებსა და მათ ხელმძღვანელებს:საგარეო ურთიერთობათა მიმართულებას სალომე სამადაშვილი უხელმძღვანელებს, ეკონომიკურ მიმარათულებას - რომან გოცირიძე, სამართლებრივი საკითხები - ლევან ბეჟაშვილი, ადამიანის უფლებები - მირდატ ქამადაძე, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები - პეტრე ცისკარიშვილი, პოლიტიკური მიმართულება - აკაკი მინაშვილი, რეგიონული მიმართულება - დავით კირკიტაძე, სტრატეგიულ კომუნიკაციების განსაზღვრას - ნინო კალანდაძე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერობა - კოტე იოსელიანი, განათლებას და მეცნიერებას - მარიკა გერსამია, მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა - გიორგი პატარია, თავდაცვისა და უშიშროების მიმართულებას გიორგი ბარამიძე, კრეატივი და ინოვაციები - ნინო ლაპიშვილი, ანტიკორუფციულს - გიორგი ონიანი, კულტურას - გიორგი როინიშვილი, დევნილების მიმართულება - ბესო წერედიანი.

ენმ თბილისის მერს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერ დავით ნარმანიას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. პარტიის წევრების მტკიცებით, მაღალჩინოსნის ლობირების შედეგად, მერიის სარეზერვო ფონდიდან უსაფუძვლოდ მოხდა სტუდენტის სწავლის დაფინანსება.აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ და ენმ-ის წარმომადგენელმა თორნიკე ბიკაშვილმა ისაუბრეს. „მიუხედავად ნარმანიას რეპუტაციისა, მისი მიდრეკილებისა კორუფციასა და თანხების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით, პროკურორის შვილის დაფინანსების შემდეგ ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ მერიის სარეზერვო ფონდს გამოიყენებდა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე კანონის გვერდის ავლით. საქმე ეხება 2016 წლის 12 იანვარს მერიის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხულ 6 000 ლარს სწავლის დაფინანსებაზე სოციალურად დაუცველი მოქალაქისათვის კოდით 07.05.03. პიროვნებისთვის, რომელიც არასდროს ყოფილა სოციალურად დაუცველი. მისი მშობელი მუშაობს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში , ხოლო თვითონ როგორც მისი facebook გვერდიდან ირკვევა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელია. მიუხედავად ქვეყანაში მყოფი უამრავი სტატუს შეჩერებული სტუდენტისა , რომელთაც სტატუსი მხოლოდ იმიტომ შეუჩერდათ, რომ მათ არ აქვთ სწავლის საფასურის გადახდის შესაძლებლობა. მიუხედავად უამრავი ადამიანისა, რომელიც ესოდენ საჭიროებს სხვადასხვა სახის ფინანსურ დახმარებას, ნარმანია კვლავ აგრძელებს თბილისელების ბიუჯეტის ხარჯზე კანონის უხეში დარღვევით თავისი სურვილისამებს განკარგოს თბილისელების ბიუჯეტი. სულ ახლო მაგალითი, რომ მოვიყვანოთ თბილისში გვყავს ათეულობით ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრე, რომლებიც მერიისაგან ითხოვს ერთჯერად დახმარებას. თუმცა ნარმანია მათ უარს ეუბნება, როგორც ჩანს ეს ადამიანები არ შედიან მისი ინტერესების სფეროში . ჩვენ მივმართავთ შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს მოახდინონ შესაბამისი რეაგირება და გამოიძიონ აღნიშნული საქმე! სადაც ადგილი აქვს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და თანხების არამიზნობრივად ხარჯვას. ნარმანიამ პასუხი უნდა აგოს ასეთი ქმედებებისათვის. დედაქალაქი და ქართველი ხალხი არ იმსახურებს ასეთ უღირს მერს.“ 

ენმ მთელს საქართველოში