Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2010
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 



ნაციონალურმა მოძრაობამ საერთაშორისო ახალგაზრდა დემოკრატიული კავშირის (IYDU) თავისუფლების ფორუმს უმასპინძლა

24-27 ივნისს ბათუმში საერთაშორისო ახალგაზრდა დემოკრატიული კავშირის (IYDU - International Young Democrat Union) თავისუფლების ფორუმი გაიმართა, ღონისძიება რეგულარულად ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში წელიწადში ერთხელ.

საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი (IDU) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებულია მსოფლიოს 80-ზე მეტი კონსერვატიული და მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტია.

გაერთიანების გადაწყვეტილებით, 2010 წლის ფორუმი გაიმართა საქართველოში. კონფერენციის საქართველოში გამართვა განპირობებულია სწორედ საქართველოს შეუპოვარი ბრძოლით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. 2010 წლის ღონისძიებას წინ უძღოდა ახალგაზრდა რესპუბლიკელების სტუდენტური გაერთიანების მასპინძლობით გამართული კონფერენცია ვაშინგტონში (აშშ).

 ნაციონალური მოძრაობა საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის წევრია 2007 წლიდან, შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა იყო აღნიშნული ღონისძიების მასპინძელი და ორგანიზატორი.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს  IYDU- ს წევრი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა შემდეგი ქვეყნებიდან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბელგია, კანადა, ავსტრალია, ესტონეთი, იტალია, ლიბანი, შვეიცარია, აშშ, ნორვეგია, აზერბაიჯანი, ერაყი, საქართველო.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე ავტორიტეტული საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, აკადემიური წრის წარმომადგენლები. ღონისძიების მსვლელობისას სტუმრებს მიესალმა საქართველოს პრეზიდენტი.

კონფერენციაზე განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, კონფერენცია იყო მეტად ინფორმატიული, რამაც შესაძლებლობა მისცა უფრო ნათელი წარმოდგენა შექმნოდათ საქართველოში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური ვითარების, ქართული სახელმწიფოს მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.

თუმცა, ამავე დროს მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას და მოენახულებინათ ბათუმის ღირსშესანიშნაობები.

სახელი:

ელ-ფოსტა:

კომენტარი: